სხვა

14:37 | 20.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

ტოჩინოშინის გამარჯვება, გაგამარუს მარცხი

ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე იგივე ტოჩინოშინი ნაგოიაში მიმდინარე ბაშოზე დადებითი ბალანსის (კაჩი-კოში) დაფიქსირების შანსს ინარჩუნებს.

აღმოსავლეთის 1-ლი მაეგაშირას წოდებით მოასპარეზე ტოჩინოშინმა 6 მარცხის ფონზე მე-3 გამარჯვება კომუსუბი ტაკარაფუჯისთან იზეიმა. ქართველმა სეკიტორმა რანგით მაღლა მდგარ მეტოქეს ცურიდაშით აჯობა და მას მე-8 წაგება აგემა, რაც იმას ნიშნავს, რომ ტაკარაფუჯის დაქვეითება არ ასცდება.

გორგაძეს მთავარი ბრძოლები ჯერაც წინ ელის, რადგანაც კაჩი-კოშისთვის დარჩენილი 6 ორთაბრძოლიდან ხუთის მოგება სჭირდება. ტოჩინოშინის მომდევნო მეტოქე სეკივაკე იჩინოჯო იქნება, რომელსაც ლევანის დარი ბალანსი აქვს და ცხადია, იოლად არაფერს დათმობს.

ისევ უარყოფით ბალანსზე გავიდა გაგამარუს შიკონათი ცნობილი თეიმურაზ ჯუღელი, რომელიც დასავლეთის მე-8 მაეგაშირა ოსუნაარაშისთან იორიკირით დამარცხდა. დასავლეთის მე-6 მაეგაშირას წოდების მქონე ქართველ გოლიათს 4 მოგების წილ 5 მარცხი მოუგროვდა, შემდეგი ორთაბრძოლა კი აღმოსავლეთის მე-9 მაეგაშირა სადანოფუჯისთან ელის.

დღის ერთ-ერთ ცენტრალურ დაპირისპირებაში სეკივაკე ტოჩიოძანმა იოკოძუნა კაკურიუს პირველი მარცხი აგემა და მას დაეწია. 8-8 მოგება აქვთ ოძეკი ტერუნოფუჯის და მე-14 მაეგაშირა კაგამიოსაც, ერთპიროვნული ლიდერი კი იოკოძუნა ჰაკუჰოა 9 გამარჯვებით. 20 ივლისს გამორჩეული დიდი ჩემპიონის და ტოძიოძანის შერკინება იქნება.

ივლისის ბაშოს მე-9 დღის მიმოხილვა

გაგამარუს ორთაბრძოლა 6:15-დან, ტოჩინოშინის - 9:21-დან

0.067108