ფეხბურთი

12:39 | 20.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

“დილა” – “პარტიზანს” პოლონელები განსჯიან

უეფას ევროპის ჩემპიონთა ლიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპზე, გორის “დილასა” და ბელგრადის “პარტიზანის” საპასუხო მატჩს პოლონელი არბიტრები განსჯიან.

მომავალი მატჩი 21 ივლისს გორში თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გაიმართება და მთავარი მსაჯი დანიელ სტეფანსკი იქნება. მის ასისტენტებად უეფამ რაფაელ როსტკოვსკი და მარცინ ბონეკი განამწესა. მეოთხე მსაჯი ბარტოშ ფრანკოვსკია.

“დილა” – “პარტიზანის” დაპირისპირება თბილისის დროით 16:30 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი გეგმავს.

14 ივლისს პირველი მატჩი გორელებმა სერბეთში 0:1 წააგეს.

0.116525