თამაშგარე

10:44 | 20.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

ლული ფერნანდესის თამამი აღიარება

ცნობილი გავამოთამაშე არგენტინელი მოდელი და მსახიობი, ლული ფერნანდესი, როგორც იქნა გამოტყდა თუ რატომ უყვარს ასე ძალიან ფეხბურთელებთან ხვანცალი და რატომაა მისთვის ესოდენ მნიშვნელოვანი სახელდობრ სპორტსმენებთან გაბმული რომანები მაშინ, როცა მისი მსურველი მამაკაცები ყველა ხელობის ხალხში უხვად მოიძებნება.

როგორც ლული ფერნანდესი გულრწფელადა და თვალების ფახულით ამბობს, ჰალსტუხწაჭერილ ხალხს ფეხბურთელები თუნდაც იმით ჯობიან, რომ თავისუფალი ადამიანები არიან და მათი თავისუფალი ბუნება არამხოლოდ მინდორზე, არამედ საწოლშიც აისახება, რაც ლულიტოს ნამეტანავად მოსწონს.

მიუხედავად იმისა, რომ არგენტინაში ლული ფერნანდესს მსურველი არ დალევია და არც არასოდეს დაელევა, იგი მაინც “ზემოთ” მიიწევს და ამბობს, რომ დიდი სურვილი აქვს ლეო მესისთან თანაყოფა ჰქნას და ამისათვის იგი არც თავსა და არც სხეულის სხვა ადგილებს დაზოგავს. ამ დროს კი ლეო მესის ფიქრები სულ სხვაგან და სხვა რამეებზე დაჰქრის...

0.139696