რუსეთის ჩემპიონატის პირველი ტურის მატჩში სარანსკის “მორდოვიამ” მოსკოვის “ლოკომოტივი” მიიღო და მინიმალური სხვაობით დამარცხდა (0:1).
მასპინძელთა რიგებში დებიუტი ჰქონდა ქართველ მეკარეს ნუკრი რევიშვილს. ერთადერთი გოლი მე-60 წუთზე თავური დარტყმით სკულეტიჩმა გაიტანა. სამწუხაროდ, გაშვებული ბურთი ქართველი კიპერის შეცდომას მოჰყვა. თუმცა, ნუკრიმ დაშვებული შეცდომა მალევე გამოასწორა და 73-ე წუთზე მაიკონს პენალტი არ გაატანინა.
მოსკოველთა განაცხადში იმყოფებოდა 18 წლის ნიკა ყიფიანი, რომელიც რუსეთის მოქალაქეა.