დანიის სუპერლიგის პირველ ტურში “ორჰუსმა” შინ 2:1 დაამარცხა “ბრონდბიუ”. გამარჯვებულთაგან დუბლი შეასრულა მათე ვაწაძემ. ქართველმა ფორვარდმა მე-9 და 56-ე წუთებზე გაიტანა გოლები. პირველ შემთხვევაში ოლსენის, მეორე შემთხვევაში კი ბიარნასონის პასი გამოიყენა.
86-ე წუთზე ვაწაძე სხირტლაძემ შეცვალა. მსაჯის მიერ დამატებულ მე-3 წუთზე სხირტლაძემ გააფრთხილეს. დავით დევდარიანი კვლავ ტრავმირებულია.
https://www.youtube.com/watch?v=y3bz76fmSos&hd=1