ნაგოიაში მიმდინარე ბაშოზე რთულ მდგომარეობაში იმყოფება აღმოსავლეთის პირველი მაეგაშირას წოდებით მოასპარეზე ლევან გორგაძე იგივე ტოჩინოშინი.
ქართველ სუმოისტს აქატივში მხოლოდ 2 გამარჯვება აქვს, პასივში კი – 6 მარცხი, რაც იმას ნიშნავს, რომ დადებითი ბალანსისთვის (კაჩი-კოში) დარჩენილი 7 ორთაბრძოლიდან ექვსის მოგება სჭირდება.
ამ უქმეებზე ტოჩინოშინმა დასავლეთის მე-4 მაეგაშირა ტაკეკაძეს იორიკირით კი სძლია, თუმცა, შემდეგ იმაველ ილეთით ოძეკი ტერუნოფუჯისთან დამარცხდა.
ქართველი სეკიტორის შემდეგი მოწინააღმდეგე კომუსუბი ტაკარაფუჯი იქნება, რომელიც ასევე მძიმე სიტუაციაშია – რვიდან ერთადერთი შერკინება აქვს მოგებული.
თანაბარი ბალანსი (4 მოგება, 4 მარცხი) აქვს გაგამარუს შიკონათი ცნობილ თეიმურაზ ჯუღელს. დასავლეთის მე-6 მაეგაშირას ტიტულის მქონე ქართველმა გოლიათმა დასავლეთის მე-7 მაეგაშირა ტოიონოშიმას იორიკირით მოუგო, აღმოსავლეთის მე-5 მაეგაშირა ოკინოუმისთან კი იორიკირითვე დამარცხდა.
ნაგოიას ბაშოს მე-9 დღეს გაგამარუს პირისპირ დასავლეთის მე-8 მაეგაშირა ოსუნარააში დადგება.
ამჟამად, ივლისის სუპერტურნირს 8-8 მოგებით იოკოძუნები ჰაკუჰო და კაკურიუ ლიდერობენ, მათ თითო გამარჯვებით ჩამორჩებიან ოძეკი ტერუნოფუჯი, სეკივაკე ტოჩიოძანი და დასავლეთის მე-14 მაეგაშირა კაგამიო.
ივლისის ბაშოს მე-7 დღის მიმოხილვა
ივლისის ბაშოს მე-8 დღის მიმოხილვა