უმაღლესი ლიგის გუნდი ლანჩხუთის “გურია” გრიგოლეთში შეკრებას აგრძელებს და ამხანაგურ მატჩებს მართავს. გუნდის ბაზაზე ადგილობრივები ხობის “კოლხეთს” დაუპირისპირდნენ და 5:0 დაამარცხეს. დუბლები ციცხვაიამ და წილოსანმა გაიფორმეს, ხოლო ერთი გოლიც ნარიაშვილის ანგარიშზეა.
მომდევნო შეხვედრას “გურია” კვლავ გრიგოლეთში ბაზაზე მარტვილის “მერანის” წინააღმდეგ დღეს, 19 ივლისს გამართავს.