ფეხბურთი

10:46 | 19.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბართომეუმ “ბარსელონას” პრეზიდენტობა შეინარჩუნა

დასრულდა ბარსელონაში ჩატარებული კლუბის საპრეზიდენტო არჩევნები. დათვლილი ხმების უმრავლესობა ხოსეპ მარია ბართომეუმ მიიღო და ესპანელი გრანდს 2021 წლამდე უხელმძღვანელებს.

არჩევნებში მონაწილეობა 47 270 ადამიანმა მიიღო. ხმების 54.63% (25 823) ბართომეუმ მიიღო, 33.03% (15 615) ჟოან ლაპორტამ მიიღო, აგუსტი ბენედიტოს ხმების 7.16% (3 386) ერგო, ხოლო ბოლო ადგილზე ტონი ფრეიშა გავიდა – 3.7% (1 750).

აღნიშნული არჩევნები ხმების რაოდენობის გათვალისწინებით კლუბის ისტორიაში მესამე გახლდათ. 2010 წელს მონაწილეობა 57 088 ადამიანმა მიიღო, ხოლო 2003 წელს - 51 618 ხმა დაფიქსირდა.

115 წლიანი ისტორიის განმავლობაში კლუბს 46 პრეზიდენტი ჰყავდა. უოლტერ უაილდი 1899 წელს პირველი პრეზიდენტი გახდა, ხოლო ხოსეპ მარია ბართომეუ “ბარსელონას” 2021 წლამდე უხელმძღვანელებს.

0.140024