დღემდე მიჩნეულია, რომ სპორტი და ფიზიკური ვარჯიში ადამიანის სექსუალურ შესაძლებლობებზე არცთუ დადებითად მოქმედებს და ვარჯიშს გადაყოლილი კაცის (ან ქალის) ორგანიზმი სექსისა და ხვანცალისთვის სულ უფრო ნაკლებ ენერგიას ხარჯავს. ამ მოსაზრებას ბევრი სპორტსმენიც იზიარებს.
ამ ცოტა ხნის წინ კი, ქალაქ ბრაუნშვაიგის მკვიდრმა გერმანელმა მკვლევარებმა დაადგინეს, რომ აღნიშნული მოსაზრება ძირეულად მცდარია, რადგან იგი პირველ ყოვლისა გამორიცხავს ადამიანის ინდივიდუალურ შესაძლებლობებს და ადამიანთა გარკვეული ნაწილისათვის ყველაფერი პირიქითაა.
მეცნიერების მიერ ჩატარებულმა კვლევებმა ცხადყო, რომ ადამიანების დაახლოებით 30%-სათვის სპორტი ერთგვარი სექსუალური სტიმულატორია და ვარჯიშის შემდეგ გახვანხვალება ადამის მოდგმის არაერთ წამომადგენელს მოსწონს. გერმანელი მეცნიერები ბოლო დროს მომრავლებულ სექსუალურ პრობლემებს უფრო მეტად თანამედროვე სტრესულ ცხოვრების პირობებს უკავშირებენ.