უკრაინის პრემიერლიგის 2015-16 წლების პირველ ტურში პოლტავას “ვორსკლა” შინ ლუცკის “ვოლინს” ეთამაშა (1:1). 58-ე წუთზე სტუმრები მემეშევის პასის შემდეგ სანდრო კობახიძემ დააწინაურა. 82-ე წუთზე საპასუხო გოლი გავიდა და ანგარიშიც აღარ შეცვლილა.
შეგახსენებთ უკრაინის ჩემპიონატში პირველი ტურის მატჩები გამართეს ბუბა დაუშვილის, დავით ხოჭოლავასა და ზაურ მახარაძის გუნდებმა. დონეცკის "ოლიმპიკი" ოდესის "ჩერნომორეცს" დაუზავდა, "მეტალისტმა" კი 2:0 დაამარცხა "კარპატი".