საქართველოს უმაღლესი ლიგის 2015-16 წლების სეზონი 14 აგვისტოს დაიწყება. კალენდრის წილისყრა მიხეილ მესხის სახელობის საპრესკონფერენციო დარბაზში გაიმართა. ჩემპიონატის კალენდარს უახლოეს პერიოდში შემოგთავაზებთ.
გასული სეზონის შემდეგ უმაღლესი ლიგა “ზესტაფონმა” და “ვიტ ჯორჯიამ” დატოვეს. მათ შესაბამისად მე-16 და მე-15 ადგილები დაიკავეს. მათ ნაცვლად უმაღლეს ლიგაში “საბურთალო” და “საპოვნელა” გადმოვიდნენ.
მე-14 ადგილზე რუსთავის “მეტალურგი” გავიდა, რომელიც გადათამაშებაში პირველი ლიგის წარმომადგენელ თბილისის “ლოკომოტივთან” დამარცხდა და პირველ ლიგაში დაქვეითდა.