ფეხბურთი

22:00 | 18.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

“სტოკი” იარმოლენკოთი დაინტერესდა

“სტოკ სიტის” მთავარი მწვრთნელი მარკ ჰიუზი უკრაინელი ანდრეი იარმოლენკოთი დაინტერესდა. უელსელმა კიევის “დინამოს” ნახევარმცველის შესახებ Daily Mail-თვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

“მისი დონის ფეხბურთელს შეუძლია სარგებელი მოგვიტანოს. იმედი მაქვს მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს იარმოლენკოს შეძენას შევძლებთ” – აღნიშნა ჰიუზმა.

ანდრეი იარმოლენკომ პროფესიული კარიერა 2006 წელს “დესნაში” დაიწყო, 2007 წლიდან კი კიევის “დინამოს” ფეხბურთელია, 2009 წელს ფეხბურთელი უკრაინის ეროვნულ გუნდში მიიწვიეს.

0.117946