“გრანადას” ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, კლუბი 36 წლის მეკარემ რობერტო ფერნანდესმა დატოვა და ლიგა ადელანტეს “ლუგოს” მიაშურა.
ანდალუსიური კლუბის ხელმძღვანელობამ ვეტერანი კიპერის შემცვლელი მალევე იპოვა და 28 წლის კარის დარაჯი ანდრეს ფერნანდესი გაიფორმა, რომელიც გასულ სეზონში “პორტოს” სათადარიგო მეკარე გახლდათ და მხოლოდ 4 მატჩის ჩატარება მოუწია.
ანდრესმა სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა და “გრანადაში” ერთწლიანი იჯარით ითამაშებს.
ის 2007-2014 წლებში “ოსასუნას” ღირსებას იცავდა და ლა ლიგაში 113-ჯერ უთამაშია.