ფეხბურთი

20:15 | 18.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ჰერტამ” დარიდა დაიმატა

მეორე ბუნდესლიგაში გავარდნილი “ფრაიბურგის” რიგები ჩეხმა ნახევარმცველმა ვლადიმირ დარიდამ დატოვა და “ჰერტას” შეუერთდა. აღნიშნული ტრანსფერი ბერლინური კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.

24 წლის ფეხბურთელმა სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა და ახალ კლუბთან ოთხწლიანი ხელშეკრულება გააფორმა. არაოფიციალური ცნობების თანახმად, ჩეხის სანაცვლოდ “ფრაიბურგმა” 2.45 მილიონი ფუნტი მიიღო.

ვლადიმირი გერმანიაში 2013 წელს გადაბარგდა და ბუნდესლიგაში ჩატარებულ 53 მატჩში 9 გოლი გაიტანა. მას ჩეხეთის ნაკრებში 25-ჯერ უთამაშია.

0.111891