მიუნხენის "ბაიერნისა" და გერმანიის ნაკრების ნახევარმცველის მარიო გიოტცეს ტურინის "იუვენტუსში" შესაძლო გადასვლაზე ბოლო დროს ბევრს საუბრობენ. 23 წლის შემტევმა პორტალ goal.com-თან ინტერვიუში ტურინულ გრანდზეც გააკეთა კომენტარი, რომელშიც მან აღნიშნა, რომ "იუვენტუსი" შესანიშნავი გუნდია და უცხოეთში სიამოვნებით ითამაშებდა.
"თუ "იუვენტუსმა" ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშა, ეს შემთხვევითობა არ ყოფილა. მათ შესანიშნავი სეზონი ჩაატარეს და ბოლო პერიოდში ბევრი ტიტული მოიგეს. "იუვე" შესანიშნავი გუნდია.
ჩემდამი ინტერესი? - ამაზე კომენტარის გაკეთება ამ დროისთვის არ მსურს, რადგან ჯერჯერობით არაფრის თქმა შემიძლია.
უცხოეთში სიამოვნებით ვითამაშებდი, ეს პოზიტიური იქნება - ახალი ენა, ახალი კულტურა. კარიერა ახალი დაწყებული მაქვს და ვნახოთ რა მოხდება მომავალში", - ამბობს გიოტცე.
"იუვენტუსის" მხრიდან გიოტცეს დაინტერესებაზე აქტიურად მას შემდგომ იწერება, რაც "ბაიერნში" ჩილელი არტურო ვიდალი გაასხვისა.