ფეხბურთი

14:00 | 18.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

tuttosport: "იუვემ" გიოტცე თითქმის დაითანხმა

მიუნხენის "ბაიერნისა" და გერმანიის ნაკრების ფეხბურთელი მარიო გიოტცე სამყოფელის გამოცვლასთან ახლოსაა. გამოცემა "ტუტოსპორტის" ინფორმაციით, გიოტცე ტურინის "იუვენტუსში" თამაშზე თანახმაა და ახლა "ბებერ ქალბატონს" მიუნხენურ გიგანტთან შეთანხმების მიღწევაღა აკლია.

ტურინული გრანდის გენერალური დირექტორი ბეპე მაროტა მიუნხენში იმყოფებოდა, სადაც თუ წყაროს ვერწმუნებით, გარდა არტურო ვიდალის "ბაიერნში" გასხვისებისა, გიოტცეს ტრანსფერზეც ჰქონდა შეხვედრები.

"იუვენტუსი" გიოტცეს სანაცვლოდ 30 მილიონ ევროს იხდის, თავად ფეხბურთელს კი 10-ნომრიან მაისურს და სეზონში 7.5 მილიონ ევროს სთავაზობს.

23 წლის მარიო გიოტცე "ბაიერნში" 2013 წელს "დორტმუნდიდან" გადაბარგდა და მას შემდგომ გუნდის ღირსება ბუნდესლიგაში 59 მატჩში დაიცვა და 19 გოლი გაიტანა.

0.11005