ფეხბურთი

13:17 | 18.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

კაშიამ “რიზესფორი” დაამარცხა

ჰოლანდიის საფეხბურთო ერედივიზიონში მოასპარეზე არნემის “ვიტესმა”, რომლიც ღირსებას მცველი გურამ კაშია და ნახევარმცველი ვაკო ყაზაიშვილი იცავენ, ავსტრიაში შეკრებაზე მორიგი ამხანაგური თამაში ჩაატარა და თურქეთის სუპერლიგის წარმომადგენელი “რიზესფორი” 1:0 დაამარცხა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებიდან არნემელთა სასტარტოში მხოლოდ გუნდის კაპიტანი კაშია იყო, რომელიც 69-ე წუთზე შეცვალეს. ამჯერად, “ვიტესის” მთავარმა მწვრთნელმა ყაზაიშვილი დაასვენა.

განვლილ მატჩში ერთადერთი გოლი 59-ე წუთზე ვან დერ ვერფმა გაიტანა.

0.115379