ფეხბურთი

17:04 | 18.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ვალენსიამ” ახალგაზრდები “გრანადაში” გაანათხოვრა



“ვალენსიას” ორი ახალგაზრდა ფეხბურთელი სალვა რუისი და რობერტ იბანესი კარიერას “გრანადაში” განაგრძობენ. აღნიშნული ინფორმაცია კლუბების ოფიციალურმა ვებგვერდებმა დაადასტურეს.

“მესტალიას” აღზრდილი მოთამაშეები ანდალუსიურ კლუბში ერთწლიანი იჯარით ითამაშებენ. სალვა 20 წლის მარცხენა მცველია და “ღამურების” ძირითად გუნდში არსებული კონკურენციიდან გამომდინარე “მესტალიას” რიგებში უწევდა თამაში. ამიტომაც, კლუბის ხემძღვანელობამ მისი განათხოვრება გადაწყვიტა.

რაც შეეხება იბანესს, მან გასული სეზონის მეორე ნახევარი “გრანადაში” ჩაატარა იჯარით და ნაცნობ ადგილს დაუბრუნდა. “ვალენსიაში” მისი კონკურენტები სანტი მინა, სოფიან ფეგული და როდრიგო მორენო არიან. ამიტომაც, 22 წლის ფეხბურთელმა ანდალუსიაში დაბრუნება არჩია.

0.118442