ფეხბურთი

9:54 | 18.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ქალაქელები” გაძლიერებას განაგრძობენ

რაჰიმ სტერლინგის დამატების შემდგომ, “მანჩესტერ სიტიმ” მორიგი ხმაურიანი ტრანსფერი განახორციელა. “ქალაქელების” ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, რომ “ასტონ ვილას” აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელი ფაბიან დელფი კარიერას “ეტიჰად სთედიუმზე” განაგრძობს.

25 წლის ნახევარმცველმა სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა და ახალ კლუბთან ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. მან 18 ნომრიანი მაისური მოირგო. არაოფიციალური ინფორმაციის თანახმად, ტრანსფერი 8 მილიონი ფუნტი დაჯდა.

დელფი “ასტონ ვილას” ღირსებას 2012 წლიდან იცავდა და 128 მატჩში 8 გოლის გატანა მოახერხა. ის ინგლისის ნაკრებში 2014 წელს გამოჩნდა და 6 შეხვედრის ჩატარება მოასწრო.

0.120498