ფეხბურთი

19:55 | 17.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

კასილიასი: "პორტუ" ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესოა"

ლეგენდარული ესპანელი მეკარე იკერ კასილიასი, რომელიც ცოტა ხნის წინ 25 წლიანი მოღვაწეობის შემდგომ მადრიდის "რეალიდან" წავიდა და პორტუგალიურ "პორტუში" ჩაირიცხა, პორტალ efe.com-ს ესაუბრა. 34 წლის კიპერმა იმ შთაბეჭდილებებზე ისაუბრა, რაც პორტუში ჩასულს დახვდა. კასილიასის თქმით, იგი ძველებური ენთუზიაზმითა და მოტივაციით გააგრძელებს თამაშს.

"მუშაობას იგივე ენთუზიაზმითა და მონდომებით გავაგრძელებ, როგორც აქამდე იყო. როდესაც პორტუში ჩამოვედი, მას შემდგომ გულშემატკივრებისგან დიდ სითბოს ვგრძნობ. სოციალურ ქსელში, აეროპორტში, სტადიონზე და პორტუს ქუჩებში.

მზად ვარ ახალი თავგადასავლისთვის "პორტუში". გუნდში, რომელიც ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესოა და პორტუგალიაში უდავოდ საუკეთესო", - თქვა ვეტერანმა მეკარემ.

იკერ კასილიასი "რეალში" გატარებული 25 წლის შემდგომ დამდეგი სეზონიდან "პორტუს" კარს დაიცავს.

0.116433