ჩოგბურთი

16:57 | 17.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს დევისის თასზე წინ მიიწევს

საქართველოს ვაჟ ჩოგბურთელთა ნაკრებმა დევისის თასის III ჯგუფის ევროპულ ზონაში ბოლო შეხვედრები მალტის ეროვნულ ნაკრებთან გამართა და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა.

მალტასთან ჯერ მხოლოდ ორი შეხვედრა გაიმართა, თუმცა გამარჯვებულის ვინაობა მალევე გაირკვა. ალექსანდრე მეტრეველმა ორ სეტში მითიუ აშიაქსი 6:1, 6:3 დაამარცხა, ხოლო ნიკოლოზ ბასილაშვილმა მეთიუ ცაზარ ტორეგიანს მხოლოდ ერთი გეიმი დაუთმო – 6:1, 6:0. დღეს ასევე გაიმართება წყვილთა შორის დაპირისპირება, თუმცა აღნიშნული მატჩი უკვე ფორმალობაა, რადგან ქართველებმა D ჯგუფში უკვე პირველ ადგილზე არიან და წყვილთა მატჩი შესაძლოა არც გაიმართოს.

ხვალ, 18 ივლისს დევისის თასის II ჯგუფში გადასასვლელად საქართველოს ნაკრები ესტონეთის გუნდს დაუპირისპირდება.

0.13803