საქართველოს სამგზის ჩემპიონ ქუთაისის "ტორპედოს" კარს მომდგარი სეზონიდან ახალი ლოგო და მაისური ექნება. ახალ ლოგოსთან დაკავშირებით წარმოდგენილ იქნა 16 ვარიანტი, ხოლო ფორმასთან - ექვსი. ისინი დანომრილი იყვნენ და სპეციალური კომისიის წევრებს ამ ნუმერაციის მიხედვით უნდა დაეწერათ ქულები.
საბოლოოდ, დათვლილი ქულების მიხედვით ლოგოებს შორის უპირატესობა ნომერ თორმეტს მიენიჭა, ხოლო მაისურებს შორის არჩევანი მე-6 ნომერზე შეჩერდა.
ლოგოსა და მაისურის ავტორი სოსო ბაბუნაშვილი აღმოჩნდა, რომელსაც გათვალისწინებული საპრიზო თანხა, თითოეულ ნომინაციაში 150 ლარი (ჯამში 300) გადაეცა.