მოჭადრაკეთა ვაჟთა ნაკრებ გუნდებს შორის ჩინეთისა და რუსეთის შეხვედრაში მეორე ტურის პარტიები გათამაშდა. პიოტრ სვიდლერმა (რუსეთი) ვეი იუი (ჩინეთი) დაამარცხა, ლუ შანგლეი (ჩინეთი) ვლადიმირ ფედოსეევს (რუსეთი) მოუგო. დანარჩენი პარტიები ყაიმით დასრულდა. მეორე ტურის საბოლოო შედეგია 2.5:2.5.
ამრიგად, ჩინეთმა პირველ ტურში მოპოვებული უპირატესობის შენარჩუნება შეძლო და 1 ქულიანი უპირატესობა შეინარჩუნა. ორი ტურის შემდეგ ანგარიშია 5.5:4.5 ჩინეთის სასარგებლოდ.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული გუნდების შეხვედრა 5 ტურისაგან შედგება. თითოეულ გუნდში ასევე 5 მოჭადრაკე თამაშობს.