ფეხბურთი

10:14 | 17.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

გარდაიცვალა ლეგენდარული ურუგვაელი ალსიდეს გიჯა

გუშინ, 16 ივლისს, 88 წლის ასაკში გარდაიცვალა ლეგენდარული ურუგვაელი ფეხბურთელი ალსიდეს გიჯა. ის გახლდათ ადამიანი, რომელმაც 1950 წლის 16 ივლისს სრულიად ბრაზილია შოკში ჩააგდო: მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში, 78-ე წუთზე გაუტანა მასპინძლებს და ურუგვაიმ ამ გოლით 2:1 მოიგო. “მარაკანაზე”, სადაც 204 000 გულშემატკივარი იყო, ზოგიერთს გული გაუსკდა და არაოფიციალური ცნობებით, ათასობით ადამიანი საავადმყოფოში მოათავსეს.

16 ივლისს გაიტანა ის საჩემპიონო გოლი და 65 წლის შემდეგ, ზუსტად 16 ივლისს დაიღუპა...

გიჯა “პენიაროლში”, “დანუბიოში”, “მილანსა” და “რომაში” თამაშობდა. ურუგვაის გარდა, მოგვიანებით იტალიის ნაკრებშიც ითამაშა.

რომ არა გიჯას ის გოლი, ჩემპიონი ბრაზილია გახდებოდა, რადგან ფრე ხელს აძლევდა. დიახ, ოთხგუნდიანი ფინალური ჯგუფი იყო და ბოლო მატჩის წინ ბრაზილიას მეტი ქულა ჰქონდა აქტივში. 1:1 იყო, გიჯამ შეტევის მარჯვენა ფლანგზე მიიღო ბურთი, წინ გაიგდო და ახლო კუთხეში დაბალი დარტყმით გაუტანა მეკარე ბარბოზას.

0.157996