ფეხბურთი

21:48 | 16.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

“კოლხეთმა” ქუთაისში გოგონაიას გოლით მოიგო

ქუთაისის “ტორპედოს” ბაზაზე გაიმართა მატჩი ადგილობრივ კლუბსა და ფოთის “კოლხეთს” შორის. როგორც სოციალურ ქსელში ფოთური კლუბის ოფიციალური გვერდი იუწყება “კოლხეთმა” 1:0 მოიგო. ერთადერთი გოლი 43-ე წუთზე ლაშა გოგონაიამ გაიტანა.

ამ მატჩამდე “ტორპედომ” ამხანაგურ შეხვედრაში 5:2 დაამარცხა “მერანი”, “კოლხეთმა” კი 3:0 სძლია “ზუგდიდს”.

22 ივნისს, ფოთის “კოლხეთი” ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს. 11:00 საათზე, ლანჩხუთის “გურიას” შეხვდება, 18:00 საათზე კი თერჯოლის “საპოვნელას”.

0.133566