Forbes-მა მსოფლიოს 50 უმდიდრესი სპორტული კლუბის სია გამოაქვეყნა. პირველ ადგილზე საფეხბურთო კლუბი მადრიდის “რეალი” 3, 26 მილიარდი დოლარით გავიდა. მეორე ადგილი ბეისბოლის კლუბმა “დალას ქავბოისმა” 3,2 მილიარდი დოლარით დაიკავა. მესამე ადგილზე ასევე ბეისბოლის კლუბი “ნიუ იორკ იანკესია” 3,2 მილიარდი დოლარით.
შემდეგი პოზიცია კვლავ ესპანურმა საფეხბურთო კლუბმა, "ბარსლონამ" დაიკავა. კატალონური გრანდი 3,16 მილიარდი დოლარით მე-4 ადგილზეა. ხუთეულში მოხვდა ინგლისური “მანჩესტერ იუნაიტედი”. მისი ბიუჯეტი 3,1 მილიარდი დოლარს შეადგენს.