ფეხბურთი

19:17 | 16.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

მაროტა გერმანიაშია

ტურინის “იუვენტუსის” ჩილელი ნახევარმცველი არტურო ვიდალი უახლოეს საათებში მიუნხენის “ბაიერნის” ფეხბურთელი უნდა გახდეს.

Gazzetta dello Sport-ის ცნობით, “ბებერი ქალბატონის” გენერალური დირექტორი ბეპე მაროტა გერმანიაში ჩაფრინდა, სადაც 28 წლის ჩილელის ტრანსფერი საბოლოოდ გაფორმდება.

ვარაუდობენ, რომ “ბაიერნი” ვიდალის სანაცვლოდ 36 მილიონ ევროს გადაიხდის და ტურინელთა ანგარიშზე, მომავალში ბონუსის სახით კიდევ 4 მილიონი ჩაირიცხება. თავად ფეხბურთელმა გერმანიის ჩემპიონთან პირადი კონტრაქტის დეტალები უკვე შეათანხმა. მისი წლიური ანაზღაურება 6,5 მილიონი ევრო იქნება.

შეგახსენებთ, რომ “იუვენტუსში” გადასვლამდე ვიდალი სწორედ ბუნდესლიგაში თამაშობდა და 2007-2011 წლებში “ლევერკუზენის” ღირსებას იცავდა.

0.119367