საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მარცხენა მცველის გია გრიგალავა კვიპროსზე ჩავიდა და სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ, ადგილობრივ კლუბ “პაფოსთან” ერთწლიან კონტრაქტს გააფორმებს.
“ჩვენს ქალაქში გია გრიგალავა ჩამოვიდა. სტანდარტული სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ, ის კონტრაქტს გააფორმებს და გუნდს შეუერთდება. მას ჩვენს ქალაქსა და გუნდში მივესალმებით და წარმატებას ვუსურვებთ”, – ნათქვამია “პაფოსის” ოფიციალურ განცხადებაში.