არნემის “ვიტესმა”, რომელიც სეზონს უეფას ევროპა ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპით დაიწყებს, შეკრებაზე ამხანაგური თამაში ჩეხეთის პრაღის “სპარტასთან” 1:1 დაასრულა.
არნემელთა რიგებში ქართველი ლეგიონერებიდან გუნდის კაპიტანმა გურამ კაშიამ და შემტევმა ნახევარმცველმა ვაკო ყაზაიშვილმა სრულად ითამაშეს.
მატჩში ანგარიში “ვიტესის” ფეხბურთელმა დაუდამ პირველი ტაიმის მე-2 წუთზე გახსნა. ჩეხებიდან საპასუხო გოლი 43-ე წუთზე კრეიჩმა გაიტანა.