საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მეკარე გიორგი ლორიამ ბერძნულ გრანდ “ოლიმპიაკოსში” პირველი მატჩი ჩაატარა.
ავსტრიაში შეკრებაზე მყოფმა “ოლიმპიაკოსმა” ამხანაგური შეხვედრა პრაღის “დუკლასთან” ჩაატარა და 0:1 დამარცხდა. ლორიამ მეორე ტაიმი ითამაშა და მის კარში ჩეხებმა გოლი 87-ე წუთზე გაიტანეს.
ეროვნული გუნდის მეკარე ბერძნებს ზაფხულში შეუერთდა და “ოლიმპიაკოსს” ბედი 2 წლით დაუკავშირა.