ფეხბურთი

17:30 | 16.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

“მერცხალმა” “ნეფთჩის” მეორე გუნდი დაამარცხა

როგორც სოციალურ ქსელში ოზურგეთის “მერცხალის” ოფიციალური გვერდი იუწყება, ურეკში შეკრებზე მყოფმა გუნდმა მორიგი ამხანაგური მატჩი გამართა.

“მერცხალმა” 2:1 დაამარცხა ბაქოს “ნეფთჩი 2”. ქართული კლუბიდან გოლები ზვიად ციკოლიამ და ნიკა ჭკუასელმა გაიტანეს.

18 ივნისს, ოზურგეთის “მერცხალი” და ბაქოს “ნეფთჩი 2” კიდევ ერთ ამხანაგურ მატჩს გამართავენ.

0.121273