დნეპროპეტროვსკის “დნიპრომ”, სადაც ჯაბა კანკავა გამოდის, მომავალი სეზონისთვის მზადება სტამბოლში “ფენერბახჩესთან” ამხანაგური მატჩით დაასრულა. “დნიპრომ” 1:0 გაიმარჯვა და საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, რომელსაც უკრაინული მედიის ცნობით, ფრანგული “რეიმსი” ეპატიჟება ორი ტაიმი შეუცვლელად ითამაშა. 25-ე წუთზე, მან ყვითელი ბარათი “ფენერბახჩეს” პორტუგალიელ ლეგიონერ ნანისთან უხეშობისთვის მიიღო.