ფეხბურთი

16:00 | 16.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

რობინიო ჩინეთში ითამაშებს

ბრაზილიის ნაკრებისა და აწ უკვე "სანტოსის" ყოფილი თავდამსხმელი რობინიო კარიერას ჩინურ "გუანჯოუში" გააგრძელებს. ამის შესახებ ჩინური გუნდის ვებგვერდი იუწყება. სამხრეთ ამერიკელი თავდამსხმელი "გუანჯოუში", რომელსაც მისი თანამემამულე ლუიშ ფელიპე სკოლარი წვრთნის, მომდევნო ექვსი თვე ითამაშებს და ამ დროის განმავლობაში 1 მილიონ ევროს მიიღებს. თავად ფეხბურთელის დამატება კი აზიურმა გუნდმა უფასოდ მოახერხა.

31 წლის რობინიო "სანტოსის" სკოლის აღზრდილია და ევროპული მოგზაურობის შემდგომ მშობლიურ გუნდს 2014 წელს იტალიური "მილანიდან" დაუბრუნდა. გასულ სეზონში მან 17 მატჩში 7 გოლი გაიტანა, ხოლო კოპა ამერიკაზე ბრაზილიის ნაკრების რიგებში 2 შეხვედრაში თავი ერთხელ გამოიჩინა.

0.117597