ფეხბურთი

14:32 | 16.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

სანაიამ ზედიზედ მეორე ტურში გაიტანა

რუსეთის საფეხბურთო პირველი დივიზიონში ზედიზედ მეორე ტურია. “ტომის” ფორვარდი ანზორ სანაია მოედანს უგოლოდ არ ტოვებს. ტომსკელებმა გასვლაზე ვორონეჟის “ფაკელს” 3:1 სძლიეს და სასტარტოში მყოფმა რუსული პასპორტისმ მქონე ფორვარდმა ანგარიში მე-16 წუთზე გახსნა. მან ყვითელი ბარათი 44-ე წუთზე მიიღო, ხოლო 70-ეზე შეცვალეს. “ტომი” 6 ქულით 20-გუნდიანი სატურნირო ცხრილის სათავეშია.

ხაბაროვსკის “სკა-ენერგიამ” არმავირი “ტორპედოს” უმასპინძლა და დაპირისპირება უგოლოდ დასრულდა. ხაბაროვსკელთა რიგებში შეცვლაზე რუსეთის მოქალაქე ფორვარდმა ლაშა იმედაშვილმა ითამაშა, რომელიც მოედანზე 81-ე წუთზე გამოჩნდა. მარჯვენა მცველი კახა ალადაშვილი 18-კაციან განაცხადში არ იყო.

არმავირელთა შორის, რომელთაც ვალერი კარპინი წვრთნის, სასტარტო შემადგენლობაში ერთბაშად ოთხმა წარმოშობით ქართველმა, მაგრამ რუსეთის პასპორტის მქონე ფეხბურთელმა იასპარეზა: ლევან ჯღარკავა, ირაკლი გეფერიძე, დავით ხურციძე და ირაკლი ჭეჟია იასპარეზა. გეფერიძე 87-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო დანარჩენები 90 წუთი გაისარჯნენ. თადარიგში ნიკა ფილიევი იყო, რომელსაც გორის “დილაში” უთამაშია. ჩამოთვლილი ფეხბურთელები განვლილ სეზონში სომხურ “ულისში” ირიცხებოდნენ, ამჯერად კი, არმავირში არიან.

ორი ტურის შემდეგ, “სკა-ენერგია” ერთი ქულით მეთხუთმეტეა, ხოლო “ტორპედო” 2 ქულით მეცამეტე.

კალინინგრადის “ბალტიკამ” სახლში ასტრახანის “ვოლგარს” 2:1 აჯობა. მასპინძლებში შეცვლაზე ნახევარმცველმა ნიკა ჩხაპელიამ ითამაშა, რომელიც რუსეთის მოქალაქეა. “ბალტიკა” 6 ქულით მეორე ადგილზეა.

იაროსლავლის “შინიკმა” ნიჟნეკამსკში ადგილობრივი “კამაზი” 3:0 დაამარცხა. სტუმართა რიგებში ედუარდ ბულია თამაშში 42-ე წუთზე ჩაერთო. ის რუსეთის მოქალაქეა. “შინიკი” 3 ქულით მერვეა.

კრასნოიარსკის “ენისეიმ” სტუმრად ნოვოსიბირსკის “სიბირთან” 0:1 წააგო. დამარცხებულებთა შორის მეკარე გიორგი შელიამ ორი ტაიმი ითამაშა. იგი გასულ სეზონში “ბალტიკაში” გამოდიოდა და ზაფხულში “ენისეიში” გადავიდა. კრასნოაირსკელები უქულოდ ბოლო ადგილზე იმყოფებიან.

0.113646