როგორც სსიპ “ტექნოლოგიური განვითარებიას ფონდი” იუწყება, “დინამო არენაზე” პლასტმასის სკამების გამოცვლა დასრულდა. სტადიონზე 53 000 სკამი დამონტაჟდა. აქედან 500-500 VIP ლოჟისა და მოწვეული სტუმრებისთვისაა განკუთვნილი, დანარჩენი კი რიგითი მაყურებლებისთვის.
ამ ეტაპისთვის დამონტაჟებულია 116 ტურნიკი, განათებისა და გახმოვანების სისტემები. დასრულდა ტრიბუნების შეღებვა, ხოლო დასრულების პროცესშია დოპინგ-კონტროლისთვის განკუთვნილი ოთახებისა და ე.წ. სკაი-ბოქსების კეთილმოწყობა. ასევე დასრულდა უეფას წარმომადგენლებისთვის განკუთვნილი სამივე ოფისის რემონტი.
“ტექნოლოგიური განვითარების ფონდის” მიერ შემუშავებული პროექტი გულისხმობს ტურნიკეტების, ტაბლოს, განათების, გახმოვანების სისტემების, პლასტმასის სკამების სრულად შეცვლასა და სხვა სარემონტო სამუშაოებს.