თურქეთის “ტრაბზონსფორის” მთავარი მწვრთნელი შოთა არველაძე საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მეკარეს გიორგი ლორიას ეპატიჟება. ამის შესახებ თურქული ინტერნეტპორტალი haberturk.com-ი იუწყება.
გუნდიდან ჰაქან არიქანის წასვლის შემდეგ, “ტრაბზონსფორი” ახალ მეკარეს ეძებს. haberturk.com-ის ინფორმაციით, არველაძემ ლორიას აცნობა, რომ მისი დამატება სურს. “ტრაბზონსფორის” თავკაცმა ისიც დაამატა, რომ თუ ბერძნულ “ოლიმპიაკოსთან” საქმეს მოაგვარებს, ლორიასთვის თურქულ კლუბში კარი ღიაა.
28 წლის მეკარე “ოლიმპიაკოსში” მიმდინარე ზაფხულში ჩაირიცხა და 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ბერძნულ კლუბში ის ესპანელი რობერტოს შემდეგ მეორე მეკარედ განიხილება.