ჩოგბურთი

0:06 | 16.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

წყვილებში იოლად იმარჯვეს

ქართულმა წყვილმა ეკატერინე გორგოძის და სოფო ქვაცაბაიას შემადგენლობით, რომელიც გერმანიის ქალაქ აშაფენბურგში მიმდინარე 25-ათასიან ტურნირზე მე-2 ნომრადაა განთესილი, პირველი რაუნდი იოლად დასძლია.

ქართველმა ჩოგბურთელებმა “უაილდ ქარდის” მქონე გერმანელებს – ენგელმანს და პრენკოვიჩს 6:2, 6:0 სძლიეს და მეოთხედფინალში გააღწიეს, სადაც ლატვიელ მარცინკევიჩას და უკრაინელ სოტნიკოვას გაეჯიბრებიან.

შეგახსენებთ, რომ ქვაცაბაია ერთეულთა შეჯიბრის მერვედფინალშიცაა გასული, სადაც გერმანელ ნინა ზანდერს ეთამაშება.

0.114158