ჩოგბურთი

22:48 | 15.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

კალაშნიკოვა მეოთხედფინალშია

ქართველი ჩოგბურთელი ოქსანა კალაშნიკოვა რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში იმყოფება, სადაც ჰოლანდიელ დემი შუურსთან ერთად 250-ათასიანი ტურნირის წყვილთა გათამაშებაში ჩაება.

BRD Bucharest Open-ის პირველ რაუნდში მე-4 ნომრად განთესილმა ქართულ-ჰოლანდიურმა დუეტმა არგენტინულ-რუსულ წყვილს (მოლინერო-სოლოვიევა) 6:3, 7:5 სძლია და მეოთხედფინალში გააღწია.

კალაშნიკოვას და შუურსის მეტოქეთა ვინაობა ხვალ გაირკევა, როდესაც გერმანელი ბეკი და ებრაელი პეერი სლოვენიელ კოლარს და ბელგიელ მერტენსს ეთამაშებიან.

0.114509