“ტრაბზონის” მთავარმა მწვრთნელმა შოთა არველაძემ კლუბის სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში პირველი ოფიციალური მატჩის წინა პრესკონფერენცია გამართა.
“ტრაბზონში” დაბრუნება ძალიან სასიამოვნოა. აქ დავიწყე საერთაშორისო კარიერა, 22 წლის შემდეგ კი მწვრთნელის ამპლუაში დავბრუნდი. ამ მომენტში “ტრაბზონში” მუშაობა იდეალური გადაწყვეტილება იყო.
ჩვენი მიზანია ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრა. “ტრაბზონმა” უნდა ითამაშოს შედეგიანი ფეხბურთი. ეს იქნება მთავარი ამოცანა.
დიდი მადლობა ნდობის გამოცხადებითვის, იმედი მაქვს აქ ყოფნის პერიოდი წარმატებული გამოვა და გულშემატკივრებს ხშირად გავახარებთ” – აღნიშნა არველაძემ.
ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე “ტრაბზონის” მეტოქე ლუქსემბურგის წარმომადგენელი “დიფერდანჟი” იქნება. კლუბებს შორის პირველი მატჩი “ჰუსეინ ავნი აკერის” სახელობის სტადიონზე 16 ივნისს თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.
P.S. ზემოაღნიშნულ პრესკონფერენციას და ტრაბზონელთა ვარჯიშს დაესწრო worldsport.ge-ს ფოტოკორესპონდენტი ლაშა კუპრაშვილი, რომლის ფოტორეპორტაჟსაც ზევით გთავაზობთ,