როგორც სოციალურ ქსელში ფოთის “კოლხეთის” ოფიციალური გვერდი იუწყება “კოლხეთმა” ამხანაგურ მატჩში 3:0 დაამარცხა “ზუგდიდი”.
ფოთის ცენტრალურ სტადიონზე გამართულ მატჩში ანგარიში 24-ე წუთზე გოჩა კვარაცხელიამ გახსნა. პირველ ტაიმი ამ ანგარიშით დასრულდა.
68-ე წუთზე სიჭინავამ ორამდე გაზარდა სხვაობა, მე-80 წუთზე კი ტუღუშმა გამარჯვების გოლი გაიტანა.
შეგახსენებთ “კოლხეთმა” ამხანაგური მატჩი ასევე გამართა ოზურგეთის “მერცხალის” წინააღმდეგ. ურეკში ფოთელებმა 6:4 დაამარცხეს გურულები.