სხვა

16:59 | 15.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

ქართველები ერთნაირი ბალანსით

ნაგოიაში მიმდინარე ბაშოზე 4 დღე მიილია, ქართველ სუმოისტებს – ტოჩინოშინს და გაგამარუს კი ერთნაირი ბალანსი აქვთ: 1 მოგება, 3 მარცხი.

დასავლეთის მე-6 მაეგაშირას წოდებით მოასპარეზე თეიმურაზ ჯუღელმა პირველი გამარჯვება აღმოსავლეთის მე-4 მაეგაშირა ამინიშიკისთან იზეიმა. გაგამარუმ მეტოქეს კიმედაშით სძლია.

მორიგი მძიმე ბროლა ჰქონდა ტოჩინოშინის შიკონათი ცნობილ ლევან გორგაძეს, რომელიც ივლისის სუპერტურნირს აღმოსავლეთის პირველი მაეგაშირას ტიტულით შეხვდა. ის იოკოძუნა კაკურიუსთან იორიკირით დამარცხდა.

მე-5 დღეს გაგამარუს მოწინააღმდეგე დასავლეთის მე-9 მაეგაშირა ჰომარეფუჯი იქნება, ხოლო ტოჩინოშინის პირისპირ ოძეკი კოტოშოგიკუ დადგება.

ამჟამად, ნაგოიას ბაშოს მაქსიმალური შედეგით 7 სეკიტორი ლიდერობს, რომელთა შორის იოკოძუნები ჰაკუჰო და კაკურიუ და ოძეკი ტერუნოფუჯიც არიან.

ივლისის ბაშოს მე-4 დღის მიმოხილვა

გაგამარუს ორთაბრძოლა 7:20-დან, ტოჩინოშინის - 11:28-დან

0.114729