ამერიკელი გამთამაშებელი დერონ უილიამსი “დალას მავერიქსში” ზაზა ფაჩულიას თანაგუნდელი გახდა. ამერიკული პრესის ცნობით, სახელოვანმა კალათბურთელმა ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომლის განმავლობაშიც 10 მილიონ დოლარს მიიღებს.
უილიამსმა გასული სეზონი “ბრუკლინ ნეთსში” გაატარა და 68 მატჩში საშუალოდ 13.0 ქულას, 3.5 მოხსნას და 6.6 პასს აგროვებდა. საინტერესოა, რომ დერონი თამაშიდან ტყორცნების მხოლოდ 38.7%-ს აგდებდა, რაც მის კარიერაში უცუდესი მაჩვენებელია.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების კაპიტანი ზაზა ფაჩულია დალასელთა რიგებში ასევე სულ ცოტა ხნის წინ ჩაირიცხა და ამიერიდან, უილიამსის გარდა, თამაში ნბა-ს კიდევ ერთ აღიარებულ ვარსკვლავ – გერმანელ დირკ ნოვიცკისთან მოუწევს.