თამაშგარე

11:35 | 15.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

ხედირასა და გერცკეს ტრფობა დასრულდა

რამდენიმე წლის წინ, მაღრიბული ფეხვების მქონე გერმანელი ფეხბურთელი, სამი ხედირა ალბათ ვერც კი წარმოიდგენდა, თუ იტალიაში გადაბარგდბოდა სათამაშოდ და ტურინის “იუვენტუსის” მაისურს მოიზომებდა. იმ დროს ვერც მისი გულისსწორი წარმოიდგენდა, თუ ასე მალე დადგებოდა ჟამი მათი განშორებისა.

სამი ხედირას სატრფო, ცნობილი გერმანელი მოდელი, ლენა გერცკე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ხედირას ფაქტობრივი მეუღლე იყო და ყველა ფიქრობდა, რომ მათ თანაცხოვრება აუცილებლად დასრულდებოდა ქორწინებით. თუმცა, ამ რამდენიმე დღის წინ სრულიად საპირისპირო რამ მოხდა.

ჯერ სამი ხედირამ განაცხადა და შემდეგ უკვე ლენამაც დაადასტურა, რომ ეს წყვილი ოფიციალურად დაშორდა და ამ დაშორების უმთავრესი მიზეზი კი ისაა, რომ ლენას იტალიაში არ სურდა გადაბარგება. მართალია წყვილს შორის გაწევ-გამოწევას ადგილი არ ჰქონია, მაგრამ როგორც გერმანული ბულვარული მედია წერს, ხედირა გვარიანად გულდაწყვეტილი კი იყო. ასეთი ქალის ხელიდან გაშვება ალბათ ნამდვილად არაა ადვილი საქმე.

0.162229