საფრანგეთში, ქალაქ სტრასბურგში გაიმართა ევროპის ჩემპიონატი ტაეკვონდოში კადეტებს შორის, სადაც 38 ქვეყნის ნაკრები მონაწილეობდა.
ტურნირში საქართველოს ნაკრებმა 5 სპორტსმენის შემადგენლობით იასპარეზე, რომელთაგან ზურაბ კინწურაშვილმა (მწვრთნელი აკაკი ცენტერაძე) ბრინჯაოს მედლის მოპოვება შეძლო.
კინწურაშვილმა პირველი ორთაბრძოლა კვიპროსელ სპორტსმენს მოუგო ანგარიშით 17:1, მეორე ორთაბრძოლაში თურქეთის ნაკრები წევრს სძლია 20:13, ხოლო მესამე ორთაბრძოლა აზერბაიჯანელ სპორტსმენთან 5:10 დათმო.
აღსანიშნავია, რომ ზურა კინწურაშვილი აგვისტოში კორეაში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატზე გაემგზავრება.
სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს პრესსამსახური