“ლივერპულისა” და “მანჩესტერ სიტის” ოფიციალურმა ვებგვერდებმა რაჰიმ სტერლინგის “მანჩესტერ სიტიში” გადასვლა დაადასტურეს. აღნიშნული წყაროების ცნობით კონტრაქტის ყველა დეტალი შეთანხმებულია. თავდამსხმელი ახალ გუნდში 7-ნომრიანი მაისურით ისპარეზებს.
კონტრაქტის ხანგრძლივობა ხუთ წელს შეადგენს, ფეხბურთელის ყოველკვირეული ხელფასი კი 200 000 სტერლინგი იქნება. “მერსისაიდელები” ტრანსფერის სანაცვლოდ 49 მილიონ გირვანქას მიიღებენ. სტერლინგი გახდა ყველაზე ძვირადღირებული ინგლისელი ფეხბურთელი, ხოლო დიდი ბრიტანეთის მასშტაბით მხოლოდ გარეთ ბეილს ჩამორჩება.
20 წლის სტერლინგმა “ლივერპულის” შემადგენლობაში 129 მატჩი ჩაატარა და 23 გოლი გაიტანა.