ფეხბურთი

17:19 | 14.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

medyatrabzon.com: არველაძე “ტრაბზონში” კაშიას და კვირკველიას ეპატიჟება

თურქული ინტერნეტპორტალი medyatrabzon.com-ი იუწყება, რომ შოთა არველაძეს “ტრაბზონსფორის” გაძლიერება ორი ქართველი ფეხბურთელით, ჰოლანდიური “ვიტესის” ცენტრალური მცველით გურამ კაშიათი და რუსული ყაზანის “რუბინის” ცენტრალური მცველით სოლომონ კვირკველიათი სურს.

medyatrabzon.com-ი ინფორმაციით, არველაძე ამ ფეხბურთელების შეძენის საკითხზე კლუბის პრეზიდენტ იბრაჰიმ ჰაჩიოსმანოღლუს და სპორტულ დირექტორ სულეიმან ჰურმას ესაუბრა.

27 წლის კაშია “ვიტესის” კაპიტანია და კლუბთან კონტრაქტი 2016 წელს უმთავრდება. 23 წლის სოლომონ კვირკველია გასულ სეზონში “რუბინის” საკვანძო ფიგურა გახდა და ყაზანელებთან ხელშეკრულების ვადა 2016 წელს ეწურება.

შეგახსენებთ, რომ მთავარ მწვრთნელად დანიშვნის შემდეგ, არველაძემ თანაშემწედ გიორგი დევდარიანი მიიწვია.

0.119725