დავით ხოჭოლავამ უკრაინის საფეხბურთო პრემიერლიგაში მოასპარეზე ოდესის “ჩერნომორეცთან” 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ამის შესახებ ოდესელთა ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.
ქართველი მცველი “ჩერნომორეცში” ისინჯებოდა და კლუბის მესვეურთა მოთხოვნა დააკმაყოფილა. ხოჭოლავა, რომელიც 22 წლის 2 აგვისტოს ხდება, ოდესაში 5-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
გასულ სეზონში ხოჭოლავა ქობულეთის “შუქურაში” გამოდიოდა. ასევე, მას კარიერის მანძილზე თბილისის “სასკოში”, რუსთავის “მეტალურგში”, ბოლნისის “სიონში”, თბილისის “დინამოსა” და ფოთის “კოლხეთში” უთამაშია.
ხოჭოლავას გარდა “ჩერნომორეცში” მცველი გიორგი გადრანი ირიცხება, რომელიც ოდესაში ზამთარში გადავიდა.