ფეხბურთი

15:47 | 14.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

დიბალა "იუვეში" ზიდანისა და პირლოს ნაკვალევზე...

იტალიის ჩემპიონმა ტურინის "იუვენტუსმა" არგენტინელი ახალწვეული პაულო დიბალა წარადგინა. 21 წლის სამხრეთამერიკელმა პრესკონფერენციაზე "იუვეს" წევრის რანგში პირველი კომენტარი გააკეთა. აღსანიშნავია, რომ "პალერმოს" ექსფორვარდი ახალ გუნდში 21-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. დიბალამ პრესკონფერენციაზე ამ არჩევანზეც ისაუბრა.

"იუვენტუსში" ყოფნით ჩემი კარიერა მნიშვნელოვნად შეიცვლება. იმედი მაქვს, რომ გავიზრდები, როგორც ფეხბურთელის კუთხით, ისე ადამიანური თვალსაზრისით.

10 ნომრის ტარება ძალზე მძიმე ტვირთია და ამიტომაც არ ავირჩიე. მე 21 ნომერი ავირჩიე, რადგან მომწონს, ჩემი ამჟამინდელი ასაკია და წარსულში მნიშვნელოვან ფეხბურთელებსაც ეს ნომერი ჰქონდათ", - თქვა დიბალამ.

გამოსარჩევია, რომ ტურინულ გრანდში თავის დროზე 21 ნომრით ზინედინ ზიდანს, ლილიან ტურამსა და ანდრეა პირლოს უთამაშიათ. პაულო დიბალა "იუვენტუსმა" "პალერმოდან" 34 მილიონი ევროს სანაცვლოდ დაიმატა და იგი თანამემამულე კარლოს ტევესის შემცვლელად მიიჩნევა.

0.133308