მოსკოვის "სპარტაკის" აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელი ლუკას ბარიოსი კარიერას ბრაზილიურ "პალმეირასში" გააგრძელებს. ამის შესახებ "მწვანეების" ვებგვერდი იუწყება. 30 წლის არგენტინული ფესვების მქონე პარაგვაელი თავადამსხმელი ბრაზილიურ გუნდში მომდევნო სამი სეზონი ითამაშებს.
ბარიოსის პირველი ევროპული ნავსაყუდელი გერმანული "დორტმუნდი" იყო, რომლის რიგებშიც 2009-2012 წლებში 102 მატჩში 49 გოლი გაიტანა, შემდგომ კი ჩინურ "გუანჯოუში" გადაბარგდა. იქიდან პარაგვაელი "სპარტაკში" ჩაირიცხა, ხოლო გასული სეზონი იჯარით ფრანგულ "მონპელიეში" გაატარა, რომლის რიგბშიც ლიგა 1-ში ჩატარებულ 31 მატჩში 11 გოლი გაიტანა.