რუსი ტოპ-მოდელი, ანასტასია ვინოგრადოვა ბოლო დროს ნამეტანი ჩაპუტკუნდა და ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ მოდელთა საქმიანობაში ყოველი ზედმეტი კილოგრამი დიდი უბედურებაა და ეს შეიძლება მათ საბოლოოდ ისედაც არცთუ ხანგრძლივი მოდელის კარიერის დასასრულადაც კი დაუჯდეთ.
რთული სიტუაციიდან გამოსავლის ძიებაში, ანასტასია ვინოგრადოვა თავის ძველ მეგობარს, ვეტერან რუს ჩოგბურთელს, ანა კურნიკოვას ესტუმრა, რომელმაც ეს მშვენიერი ასული (ჯანი და ხორცის სიმრთელე ნურასოდეს მოკლებოდეს მას) სპეციალურ ჩოგბურთელთა პროგრამაში ჩართო.
ანასტასია ვინოგრადოვა ამიერიდან ფიზიკურად ზუსტად ისე მოემზადება, როგორც ამას ჩოგბურთელი ქალები აკეთებენ და ეს სავარაუდოდ ზედმეტი წონის მოცილების აუცილებელი პირობაც გახდება, მაგრამ მას არც ის უნდა გაუკვირდეს, თუკი ერთ მშვენიერ მაგრამ მოწყენილ დღეს, საკუთარ ფეხებზე კოხტად გამობურცულ კუნთებს შეამჩნევს
.